Thursday, November 22, 2018

დღე 9

ცხრა დღის განმავლობაში გავდიოდით ტრენინგს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შესახებ, ამ ხნის განმავლობაში  გავიარეთ 8 მოდული. ვისწავლეთ ncp.ge ვებ პორტალზე შესვლა და იქ ეროვნული სასწავლო გეგმები, კლასების მიხედვით.ვისწავლეთ აგრეთვე პროექტის მიზნებიდან ერთი ძირითადი მიზნის გამოკვეთა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა  მეთოდები, აქტივობები  ინსტრუმენტები. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
შევქმენით მოსწავლის ნიმუში  და დავგეგმე შეფასებები მოსწავლის ნიმუშის მიხედვით.
ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს გაუზიარეთ აზრები მოსწავლის ნაშრომის შესახებ.
გავეცანით კოლაბორაციულო ჯგუფური შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს.
გავეცანით და ვისაუბრეთ ფასილიტაციის დაგეგმვაზე, ჯგუფური მუშაობის დროს წარმოვადგინეთ ფასილიტაციის პრეზენტაციები მივიღეთ ტრენერის უკუკავშირი.
გვესაუბრა და აგვიხსნა თუ როგორ შევაფასოთ დაბალი მზაობისა  სსსმ მოსწავლეები და ნიჭიერი ბავშვები. როგორი ტიპის დავალებები უნდა მივცეთ მათ რათა არ დაუქვეითდეთ მოტივაცია სწავლისადმი.
ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი , ბევრი სიახლის მომცემი.
ასევე გამოვაქვეყნეთ პროექტის პრეზენტაცია. და მოვახდინეთ ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე.
ჩვენი სამუშაოს ცხრა დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს დიმიტრი პოპოვს. დაუღალავი შრომისთვის.

პროექტის პორტფოლიო

Tuesday, November 20, 2018

დღე 8

დღევანდელ დღეს ვუმუშავეთ წყვილებში ერთმანეთს გაუზიარეთ აზრები მოსწავლის ნაშრომის შესახებ.
ასევე დღევანდელ დღეს გავეცანით და ვისაუბრეთ ფასილიტაციის დაგეგმვაზე.შევქმენით და წარმოვადგინეთ ფასილიტაციის პრეზენტაციები.
განვიხილეთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება .
გვესაუბრა და აგვიხსნა თუ როგორ შევაფასოთ დაბალი მზაობისა და სსსმ მოსწავლეები და ნიჭიერი ბავშვები. როგორი ტიპის დავალებები უნდა მივცეთ მათ, რათა არ დაუქვეითდეთ მოტივაცია სწავლისადმი.
დღე იყო საინტერესო.  მადლობა დიდი!

Monday, November 19, 2018

დღე 7

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენაზე, გავეცანით კოლაბორაციული ჯგუფური შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს.
აგრეთვე შევქმენით ვ-მ-ვ სქემა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და სასწავლო გეგმის გადახედვა. დღემ ჩაიარა ნაყოფიერად..

Wednesday, November 14, 2018

დღევანდელი დღე ინფორმაციულად დატვირთული იყო, შევქმენით მოსწავლის ნიმუში  და დავგეგმე შეფასებები მოსწავლის ნამუშევრის მიხედვი. განვიხილეთ პროექტის პროცედურები , კიდევ ერთხელ შევქმენით ჩეკლისტი. განვიხილეთ  შეფასების სტრატეგიები . დღემ ნაყოფიერად ჩაიარა

Tuesday, November 13, 2018

დღე 5

დღეს ვისწავლე როგორ უნდა მოვამზადო პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე.მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა, ასევე პროცედურების გაწერა. დღემ ჩაიარა ნაყიფიერად.