Thursday, November 22, 2018

დღე 9

ცხრა დღის განმავლობაში გავდიოდით ტრენინგს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შესახებ, ამ ხნის განმავლობაში  გავიარეთ 8 მოდული. ვისწავლეთ ncp.ge ვებ პორტალზე შესვლა და იქ ეროვნული სასწავლო გეგმები, კლასების მიხედვით.ვისწავლეთ აგრეთვე პროექტის მიზნებიდან ერთი ძირითადი მიზნის გამოკვეთა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა  მეთოდები, აქტივობები  ინსტრუმენტები. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
შევქმენით მოსწავლის ნიმუში  და დავგეგმე შეფასებები მოსწავლის ნიმუშის მიხედვით.
ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს გაუზიარეთ აზრები მოსწავლის ნაშრომის შესახებ.
გავეცანით კოლაბორაციულო ჯგუფური შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს.
გავეცანით და ვისაუბრეთ ფასილიტაციის დაგეგმვაზე, ჯგუფური მუშაობის დროს წარმოვადგინეთ ფასილიტაციის პრეზენტაციები მივიღეთ ტრენერის უკუკავშირი.
გვესაუბრა და აგვიხსნა თუ როგორ შევაფასოთ დაბალი მზაობისა  სსსმ მოსწავლეები და ნიჭიერი ბავშვები. როგორი ტიპის დავალებები უნდა მივცეთ მათ რათა არ დაუქვეითდეთ მოტივაცია სწავლისადმი.
ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი , ბევრი სიახლის მომცემი.
ასევე გამოვაქვეყნეთ პროექტის პრეზენტაცია. და მოვახდინეთ ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე.
ჩვენი სამუშაოს ცხრა დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს დიმიტრი პოპოვს. დაუღალავი შრომისთვის.

No comments:

Post a Comment